ჩვენ შესახებ

მთარგმნელობითი მომსახურება ტრადუმი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტრადუმში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებს აკავშირებს ენების საშუალებით


კომპანია დაარსდა 2018 წელს და მისი მთავარი მიზანია, ლინგვისტური მომსახურების სრულყოფა. ამჟამად, ჩვენ გვყავს პროფესიონალი მთარგმნელებისა და თარჯიმნების მზარდი გუნდი.

ტრადუმი გთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის – წერილობით თარგმნას, აუდიო-ვიდეო ტრანსკრიფციას, თანმიმდევრულ და სინქრონულ თარგმნას. ვთარგმნით 30-ზე მეტი ენიდან და ჩვენს კომპეტენტურ გუნდს შეუძლია თქვენი კონტენტის გარდაქმნა, სიზუსტის შენარჩუნებით, რაც იქნება თქვენი გზავნილის უზუსტესად აღქმის გარანტი სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში.

ვემსახურებით მომხმარებლებს საერთაშორისო მასშტაბით და ჩვენი სერვისებით სარგებლობენ ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა ბიზნესი, ტექნოლოგია, ჯანდაცვა და სხვ. ტრადუმი არის თქვენი სანდო პარტნიორი ენობრივი ბარიერების გადალახვაში და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში.

სერვისები

ტრადუმი გთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის - წერილობით თარგმნას, აუდიო-ვიდეო ტრანსკრიფციას, თანმიმდევრულ და სინქრონულ თარგმნას

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით

ჩვენი სერტიფიცირებული მთარგმნელები ზედმიწევნით თარგმნიან თქვენს ოფიციალურ დოკუმენტაციას, ხოლო საჯარო ნოტარიუსი დაამოწმებს თარგმანის სისწორეს, მოგაწვდით იურიდიულად აღიარებულ და სანდო თარგმანს, ოფიციალურ პროცედურებში გამოყენების მიზნით.

მხატვრული ტექსტების თარგმნა

ლიტერატურაზე შეყვარებული ჩვენი მთარგმნელები სიღრმისეულად სწავლობენ მხატვრული ტექსტების ნიუანსებს, დამახასიათებელ ტონს და გარდაქმნიან მას საერთაშორისო მკითხველისთვის იმგვარად, რომ ორიგინალი ტექსტის ავთენტურობა არ იკარგება.

სამედიცინო თარგმანი

სამედიცინო მასალების თარგმნაში სიზუსტე გადამწყვეტია. სამედიცინო თარგმნაში სპეციალიზებულ ჩვენს მთარგმნელებს კარგად ესმით რთული სამედიცინო დოკუმენტაციის უზუსტესად თარგმნის მნიშვნელობა. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენს სამედიცინო დოკუმენტაციას გადავთარგმნით განსაკუთრებული ყურადღებით და დავიცავთ კონფიდენციალურობას.

იურიდიული თარგმანი

იურიდიული სფეროს ექსპერტებისა და ლინგვისტების გუნდი უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების ზუსტ თარგმნას, იურიდიული ნიუანსების დაცვას და ტექსტის შესაბამისობას სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივ სისტემებთან.

ტექნიკური თარგმანი

ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის სამყაროს უყვარს მკაფიო და მარტივად აღსაქმელი ტექსტები. ჩვენი თარგმანი არის ზუსტი და ამომწურავი, რაც სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ადამიანებს აძლევს თქვენი ტექნიკური შინაარსის ტექსტების მარტივად გაგების საშუალებას.

აუდიო-ვიდეო ტრანსკრიპცია

ჩვენი აუდიო-ვიდეო ტრანსკრიფციის სერვისების დახმარებით, შეგიძლიათ ბგერები გარდაქმნათ ასოებად. ჩვენი გამოცდილი ტრანსკრიფციის სპეციალისტები დანაკარგის გარეშე გადმოიტანენ აუდიო და ვიდეო მასალას წერილობით ფორმატში. ჩვენ ასპროცენტიანი სიზუსტით გვესმის თქვენი საუბარი.