ტრადუმი გთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის - წერილობით თარგმნას, აუდიო-ვიდეო ტრანსკრიფციას, თანმიმდევრულ და სინქრონულ თარგმნას
ჩვენი სერტიფიცირებული მთარგმნელები ზედმიწევნით თარგმნიან თქვენს ოფიციალურ დოკუმენტაციას, ხოლო საჯარო ნოტარიუსი დაამოწმებს თარგმანის სისწორეს, მოგაწვდით იურიდიულად აღიარებულ და სანდო თარგმანს, ოფიციალურ პროცედურებში გამოყენების მიზნით.
ლიტერატურაზე შეყვარებული ჩვენი მთარგმნელები სიღრმისეულად სწავლობენ მხატვრული ტექსტების ნიუანსებს, დამახასიათებელ ტონს და გარდაქმნიან მას საერთაშორისო მკითხველისთვის იმგვარად, რომ ორიგინალი ტექსტის ავთენტურობა არ იკარგება.
სამედიცინო მასალების თარგმნაში სიზუსტე გადამწყვეტია. სამედიცინო თარგმნაში სპეციალიზებულ ჩვენს მთარგმნელებს კარგად ესმით რთული სამედიცინო დოკუმენტაციის უზუსტესად თარგმნის მნიშვნელობა. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენს სამედიცინო დოკუმენტაციას გადავთარგმნით განსაკუთრებული ყურადღებით და დავიცავთ კონფიდენციალურობას.
იურიდიული სფეროს ექსპერტებისა და ლინგვისტების გუნდი უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების ზუსტ თარგმნას, იურიდიული ნიუანსების დაცვას და ტექსტის შესაბამისობას სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივ სისტემებთან.
ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის სამყაროს უყვარს მკაფიო და მარტივად აღსაქმელი ტექსტები. ჩვენი თარგმანი არის ზუსტი და ამომწურავი, რაც სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ადამიანებს აძლევს თქვენი ტექნიკური შინაარსის ტექსტების მარტივად გაგების საშუალებას.
ჩვენი აუდიო-ვიდეო ტრანსკრიფციის სერვისების დახმარებით, შეგიძლიათ ბგერები გარდაქმნათ ასოებად. ჩვენი გამოცდილი ტრანსკრიფციის სპეციალისტები დანაკარგის გარეშე გადმოიტანენ აუდიო და ვიდეო მასალას წერილობით ფორმატში. ჩვენ ასპროცენტიანი სიზუსტით გვესმის თქვენი საუბარი.
ისარგებლეთ ჩვენი თანმიმდევრული თარგმნის სერვისით, განსხვავებულ გარემოში კომუნიკაციის გასამარტივებლად. ჩვენი გამოცდილი თარჯიმნები თარგმნიან პირად შეხვედრებს, გასაუბრებებს და მცირე ზომის ჯგუფურ შეკრებებს, იმისათვის, რომ კომუნიკაცია ჰარმონიულად და შინაარსის დაკარგვის გარეშე წარიმართოს.
საუკეთესო შესაძლებლობაა კონფერენციებისთვის, პრეზენტაციებისთვის და დიდი მასშტაბის ღონისძიებებისთვის. ჩვენი თარჯიმნები გუნდურად მუშაობენ, იმისათვის, რომ ცოცხალ რეჟიმში უზრუნველყონ ზუსტი თარგმანი, რაც თქვენს აუდიტორიას საშუალებას მისცემს, სრულად გაიგოს საუბარი და აქტიურად ჩაერთოს მასში.
ლინგვისტური მომსახურების გარდა, ჩვენ გაგიწევთ სრულ დახმარებას იურიდიულ პროცესებში. იქნება ეს კომპანიის, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიის, თუ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია. გაგიწევთ კონსულტაციას საჭირო დოკუმენტაციასთან და პროცედურასთან დაკავშირებით, გაგიმარტივებთ ქორწინების რეგისტრაციას და სხვადასხვა საელჩოებთან კომუნიკაციას. თქვენს მაგივრად გავუმკლავდებით იურიდიული პროცესებისა და ბიუროკრატიის კომპლექსურობას და ფორმალურ პროცესებს თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებად გარდავქმნით.